Thursday, December 10, 2009

ჩემი რაიონის კულტურული მემკვიდრეობა

1.პროექტის სახელი: ,,ჩემი რაიონის კულტურული მემკვიდრეობა’’

2.პროექტის მიზანი: მოსწავლეთა დაინტერესება რაიონის ისტორიული ძეგლებით.დაკვირვების შედეგად ნაგებობეში გეომეტრიული ფორმების ამოცნობა და შექმნილი შთაბეჭდილების გაზიარება და ფურცელზე გადატანა, ისტ-ს საშუალებების გამოყენება

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით, ისტ-ს დახმარებით მოიძიებენ ინტერნეტში კასპის რაიონის თვალსაჩინო და მნიშვნელობანი ტაძრების შესახებ ინფორმაციას და ფოტოებით დაინტერესებული ჯგუფი დაგეგმავს ექსკურსიას ამავე რაიონის ეკლესია -მონასტრების დათვალიერებას - გაცნობის მიზნით. მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესით დააკვირდებიან ტაძრების თითოეულ ორნამენტს, მოისმენენ ახალ ინფორმაციას მათი მნიშვნელობისა და ისტორიული წარსულის შესახებ და შეადარებენ მას მათ მიერ ისტ-ს საშუალებით მოძიებულ ინფორმაციას. მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს და ნაგებობებში ამოიცნობენ, გეომეტრიული ფიგურების ფორმების საშუალებით ქაღალდზე შეასრულებენ სხვადასხვა გრაფიკულ გამოსახულებებს და შემდეგ იმსჯელებენ სამუშაოს ირგვლივ, შექმნიან კედლის გაზეთს და გამოაქვეყნებენ

მონაწილეთა ასაკ: 7წ

5. ვადების ხანგრძლივობა: 8\V--15\V

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: 1) პროექტის დაგეგმვა, 2) ისტ-ს გამოყენებით

საჭირო მასალის მოძიება 3) ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

7.მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტები რაც შეიძლება რომ შეიქმნას:

მოსწავლეები შექმნიან გრაფიკულ გამოსახულებას,გამო იყენებენ სხვადასხვა ორნამენტებს, გეომეტრიულ ფორმებს, რათა გარკვეული წარმოდგენა შეექმნათ ისტორიული ძეგლების შე სახებ.ისტ-ის საშუალებით ინფორმაციის მოძიების ელემენტარულ უნარ-ჩვევას გამომოიმუშავებებენ.

8. სარგებელი სხვებისთვის:

შესრულებული ნამუშევრების გამოფენა და კედლის გაზეთის გამოშვება, სხვა კლასის მოსწავლეებთან შთაბეჭდილებების გაზიარება

9. სამუშაო ენა: ქართული

10. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მათემატიკა, ხელოვნება, ინფორმატიკა

ა) ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, დახასიათება.

ბ) ფიგურათა ფორმების ასახვა ხელოვნების ნიმუშებში.

გ)ისტ-ს საშუალებების მარჯვედ მოხმარების დემონსტრირება.

.11. პროექტის ფასილიტატორი:ირმა თაბორიძე

12. ფასილიტატორის ელ-მისამართი:irma.taboridze@gmail.com

13. ჩემი პორტფოლიო:

ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები და მათი გამოყენება ხელოვნებაშ

No comments:

Post a Comment